გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტში, საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ, ბრძანებებს ხელი მოაწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, მინისტრთა კაბინეტში, საკადრო ცვლილებების განხორციელების შესახებ, ბრძანებებს ხელი მოაწერა.
მთავრობის მეთაურის ბრძანებით, ეკონომიკის მინისტრად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად – გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად – მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად მიხეილ ჩხენკელი დაინიშნენ.
პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა.
კატეგორიები:
პოლიტიკა
მსგავსი სიახლეები

რა თქმა უნდა, კვლევები შეიძლება ცდებოდეს ბოროტი განზრახვის გარეშეც, – განაცხადა Edison Research-ის ვიცე-პრეზიდენტმა, რობ ფარბმანმა.

ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც მთავრობის მეთაური ჰააგის სასამართლოს პროკურორს ხვდება – თეა წულუკიანი
