გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” განვითარებაში.

გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” განვითარებაში.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” განვითარებაში.

ამის შესახებ კვირიკაშვილმა, “თბილისის აბრეშუმის გზის” ფორუმის გახსნაზე განაცხადა.

“საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს, რათა საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით, ახალი ბიძგი მივცეთ „აბრეშუმის გზის“ ფარგლებში როგორც სატრანსპორტო მარშრუტების დივერსიფიცირებასა და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ასევე, იმ პროექტების განხორციელებას, რაც ევროპისა და აზიის ეკონომიკური და ცივილიზაციური კავშირების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. მინდა ხაზი გავუსვა, რომ მივესალმებით „სარტყელი და გზის” ინიციატივის ფარგლებში სხვადასხვა სატრანსპორტო დერეფნებს შორის ჯანსაღ კონკურენციას, რადგან მსგავსი კონკურენცია ხელს უწყობს მომსახურების გაიაფებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას და, შესაბამისად, ზრდის მოქალაქეების კეთილდღეობას”, – განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველო არის ღია ეკონომიკა.

“ჩვენ მსოფლიოში მერვე ადგილს ვიკავებთ ეკონომიკური თავისუფლების მიხედვით და მეცხრე ადგილს ბიზნესის წარმოების სიმარტივის კუთხით. ჩვენ გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური სავაჭრო რეჟიმი და გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ყველა მეზობელთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან, აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებთან და ჩინეთთან. დავიწყეთ შესაძლებლობების შესწავლა ინდოეთთან. ყოველივე ამით, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი მხრიდან მაქსიმალური თანამშრომლობის მზაობას აქ წარმოდგენილ ყველა ქვეყანასთან. საქართველო მზადაა, თავისი წვლილი შეიტანოს “ახალი აბრეშუმის გზის” ე.წ. შუა დერეფნის განვითარებაში”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

თბილისის „აბრეშუმის გზის ფორუმი“ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის ეროვნულ თეატრში მისასალმებელი პანელით „მაღალი დონის დიალოგი: სარტყელი და გზის კავშირი სტაბილურობისთვის“ გაიხსნა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები