გიორგი კვირიკაშვილი-“საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესისგან სრული მხარდაჭერა აქვს”
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ, მნიშვნელოვანია ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის სრული მხარდაჭერა საქართველოს მიმართ.
მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ქვეყნებს მხარდაჭერისთვის, რომლებიც მნიშვნელოვან მხარდაჭერას უწევდნენ საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე.
“ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი შეფასებები და შეფასებები იყო ძალიან პოზიტიური, ის რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი არის ჯანსაღი, კორუფციის ინდექსი არის დაბალი და საქართველომ დიდი პროგრესი განიცადა ქვეყნის მართვისა და ეკონომიკური განვითარების კუთხით. ეს არის კონკრეტულად კონგრესმენ დეივ პრაისის სიტყვები და მე ძალიან მოხარული ვარ, რომ ასეთი შეფასებები კეთდება. მინდა, დელეგაციას მადლობა გადავუხადო. დელეგაციაში იყო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, რომელმაც აქტიური მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ ასევე ქვეყნისთვის საინტერესო შეხვედრებში. უნდა ითქვას, ერთის მხრივ, კოორდინაცია მთავრობასა და ეროვნულ ბანკს შორის და, მეორე მხრივ, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი საფუძველი, რომელიც ქმნის ქვეყანაში ჯანსაღი ეკონომიკური გარემოს ძალიან მნიშვნელოვან საძირკველს.
მიუხედავად ბევრი გამოწვევისა, ტენდენცია, რომელიც აღებული აქვს ჩვენს ქვეყანას არის ჯანსაღი, დადებითი და ამ ტენდენციით ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ იმას, რომ ქვეყანაში თვისობრივად შეიცვალოს ცხოვრების დონე. დარწმუნებული ვარ, ეს საფუძველი, რომელიც ჩაყრილია, აუცილებლად იმუშავებს ძალიან ეფექტურად ამ მიმართულებით”, – განაცხადა კვირიკაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

“მივესალმებით ნატოს ღია კარის პოლიტიკას და ეს, პირველ რიგში, ჩვენს მეგობრებს, საქართველოსა და უკრაინას ეხება”

„ღია მმართველობის პარტნიორობის” სამიტის სტუმრები − მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, უკვე თბილისში არიან

კახა კალაძემ დედაქალაქში ერთი წლის განმავლობაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოადგინა
