გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მონაწილეობას მიიღებს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველო-თურქეთის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს სხდომაში მიიღებს მონაწილეობას – ამის შესახებ საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრები დღევანდელ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში შედგა.
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა თურქეთში 2018 წლის პირველ ნახევარში გაიმართება.
მხარეებმა განიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ძალიან კარგი დინამიკა, განსაკუთრებით სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში და ხაზი გაუსვეს ამ მიმართულებით მომავალი ნაბიჯების გადადგმის საჭიროებას.
ყურადღება გამახვილდა რეგიონული მნიშვნელობის სატრანსპორტო-ენერგეტიკულ პროექტებში თანამშრომლობაზე.
ამ კონტექსტში აღინიშნა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის მნიშვნელობა.
პრემიერ-მინისტრებმა ასევე ისაუბრეს რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე.
თურქულმა მხარემ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოხატა.
მსგავსი სიახლეები

“ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში კიდევ ერთი დემოკრატიული არჩევნები თავისუფალ გარემოში ჩატარდა”

ცალსახა პოზიციაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოს ნაწილია, არავინ უნდა აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თუ რუსეთის ნაწილად-დევიდ კრამერი
