გიორგი კვირიკაშვილი-“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება
“ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი გიორგი ტყემალაძე იქნება. განცხადება ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, ეს გადაწყვეტილება მმართველმა გუნდმა კონსულტაციების შემდეგ მიიღო. კვირიკაშვილის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ ტყემალაძე მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს საქმიანობაში.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, იზრდება საზოგადოების ინტერესი, ვინ იქნება “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი. აღნიშნულ თანამდებობაზე ჩვენმა გუნდმა შეარჩია გიორგი ტყემალაძე. გიორგი ტყემალაძე არის თავისი საქმის პროფესიონალი და ამავე დროს გამოცდილი პოლიტიკოსი, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ამჯერად უკვე თავმჯდომარის რანგში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თბილისის საკრებულოს წარმატებულ საქმიანობაში” – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.
გიორგი ტყემალაძე საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარის მოადგილეა.
მსგავსი სიახლეები
კახა კალაძემ, მერიის სტრუქტურულ ერთეულებს, მერიის სისტემური და ეფექტიანი მმართველობის უზრუნველყოფის მიზნით, სტრუქტურული რეფორმის განსახორციელებლად საჭირო ქმედებების დაწყება დაავალა.

“აშშ-ში პრემიერის ვიზიტის მთავარი ამოცანაა ორმხრივ დღის წესრიგში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და გაფართოება”

ცალსახა პოზიციაა, რომ ოკუპირებული ტერიტორიები, რომელიც საქართველოს ნაწილია, არავინ უნდა აღიაროს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად თუ რუსეთის ნაწილად-დევიდ კრამერი
