გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს- პირადი მაგალითით ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს სათნოების, მიმტევებლობის

გიორგი კვირიკაშვილი პატრიარქს- პირადი მაგალითით ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს სათნოების, მიმტევებლობის

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს, აღსაყდრებიდან 40 წლის იუბილე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში მიულოცა.
პრემიერმა პატრიარქს ჯანმრთელობა და დღეგრძელობა უსურვა.
“მინდა, მთელი სულითა და გულით მოგილოცოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი თარიღი. თქვენი პატრიარქობა სულიერების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი ღვთის მადლია, ხოლო საერო თვალსაზრისით, არის ჭეშმარიტად ისტორიული მოვლენა. უდიდესი მოწიწებით ვიხრი ქედს თქვენი ღვაწლის წინაშე, ჩვენი ერისა და ქვეყნის წინაშე. მინდა, გისურვოთ დღეგრძელობა ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ თქვენი პატრიარქობის პერიდოში აღორძინდა, განახლდა უამრავი ტაძარი, აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ეს არის უდიდესი დამსახურება თქვენი პირადად. თქვენი ქადაგების დროს თითოეული შეგონება ჩვენ ერს კელაპტრად უნთია და პირადი მაგალითით ყოველთვის გვაძლევთ საფუძველს სათნოების, მიმტევებლობის, ეს არის ჩვენთვის ყველასთვის უდიდესი სიხარულის მომნიჭებელი. კიდევ ერთხელ მინდა, მოგილოცოთ გისურვოთ დღეგრძელობა, ჯანმრთელობა ჩვენი ერის და ჩვენი ეკლესიის გასაძლიერებლად და მრავალჟამიერ გასამხნევებლად ჩვენი ერის“, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები