გიორგი კვირიკაშვილი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამდენიმე წლით არსად წასვლას არ აპირებს.

გიორგი კვირიკაშვილი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამდენიმე წლით არსად წასვლას არ აპირებს.

საქართველოს პრემიერი – მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ რამდენიმე წლით არსად წასვლას არ აპირებს.

შესაბამისი განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა, სადაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე მთავრობის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, მაია ცქიტიშვილი წარადგინა.

„მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც დაყენებული აქვთ ტაიმერები ჩემს გადადგომასთან დაკავშირებით და ყვავ-ყორნებივით ელოდებიან ჩემს გადადგომას. მათი საცოდაობით აღარა ვარ, მე რამდენიმე წლით არსად წასვლას არ ვაპირებ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები