გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინის შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება განიხილეს. შეხვედრა გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, საუბარი ასევე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რეფორმებს შეეხო, რომლებიც ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც ნიუ-იორკში გაიმართა.
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე დაინიშნა.

“აშშ-ში პრემიერის ვიზიტის მთავარი ამოცანაა ორმხრივ დღის წესრიგში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების კიდევ უფრო მეტად გამტკიცება და გაფართოება”

კახა კახიშვილი, საქართველოში ვიზიტად მყოფ ამერიკის შეერთებული შტატების მოსამართლეებს და ადვოკატებს შეხვდა
