გიორგი კვირიკაშვილი დღეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის

გიორგი კვირიკაშვილი დღეს ნაციონალურ მოძრაობასთან შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტის გამო საზოგადოებას ბოდიშს უხდის. მან მომხდართან დაკავშირებით კომენტარისას განმარტა, რომ “ნაციონალური მოძრაობის“ ზოგიერთმა წარმომადგენელმა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა შეძლო.

„ჩვენ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ვართ ხელისუფლების თუ პარლამენტის წევრები, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ვართ ადამიანები და ჩვენი ღირსება გაგვაჩნია. მინდა, საზოგადოებას, ხაზს ვუსვამ, საზოგადოებას ბოდიში მოვუხადო იმ ზედმეტი ემოციებისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა, რა თქმა უნდა, ყველას არ ეხება ეს, პრინციპში შეძლო მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა. ეს არ იყო კარგი საყურებელი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, რა თანამდებობაზეც არ უნდა ვიყოთ, ჯერ ჩვენი ღირსების დაცვა გვავალია და მერე ყველაფერი დანარჩენი. ყველაფერი, რაც მანამდე ხდებოდა, გამიზნული იყო იმისთვის, რომ ეს მომხდარიყო და მე ამას ვერ დავუშვებდი. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ემოციები ზედმეტი იყო“, განაცხადა პრემიერმინისტრმა.

დაპირიპირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მთავრობის დღევანდელ შეხვედრაზე ნიკა მელიას გამოსვლას მოჰყვა რაც მწვავე სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სიტუაცია იმდენად დაიძაბა, რომ მის განტვირთვას მანდატურების და პრემიერის დაცვის ჩარევა დასჭირდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები