გიორგი კვირიკაშვილი: დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში

გიორგი კვირიკაშვილი: დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში

ეს ტრაგედია უმძიმესია თითოეული ჩვენგანისთვის, – ამის შესახებ ნათქვამია პრემიერ-მინისტრის საგანგებო განცხადებაში ბათუმში, სასტუმრო „ლეოგრანდში“ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით.

გიორგი კვირიკაშვილი ხანძრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„ამ ეტაპზე ხანძარი ლიკვიდირებულია და დაშავებულები გადაყვანილები არიან სამედიცინო დაწესებულებებში – მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მაშველმა-მეხანძრეებმა ურთულეს ვითარებაში შეძლეს ასზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა. მადლობა თითოეულ მათგანს თავდადებული სამსახურისთვის. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, რომ მოხდეს გამომწვევი მიზეზების სწრაფად დადგენა. ამას მოყვება უმკაცრესი რეაგირება და დაისჯება ყველა, ვისაც ბრალი მიუძღვის ამ ტრაგედიაში. დღეს ჩვენ ყველანი ვდგავართ დაღუპულთა ოჯახსების და ახლობლების გვერდით“, – აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები