გიორგი ხორავამ “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

გიორგი ხორავამ “ქართული ოცნება” დატოვა და გახარიას პარტიას შეუერთდა

მარტვილის საკრებულოს წევრმა, გიორგი ხორავამ „ქართული ოცნება“ დატოვა, – ამის შესახებ ხორავა განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ხორავა წერს, „ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას „საქართველოსთვის“ უერთდება.

„პრობლემები ყოველთვის არის ოჯახშიც კი, რა თქმა უნდა, როდესაც პოლიტიკაში მიდიხარ ადამიანი, აცნობიერებ, რომ ყოველთვის ყველაფერი საუკეთესოდ და სრულყოფილად არ და ვერ იქნება, ეს ხომ აბსოლუტურად ნორმალურია, თუმცა არსებობს წითელი ხაზები, რომლის გადაკვეთას ვერ გადაწონის გაკეთებული კარგი საქმე.

როდესაც ღალატობენ მთავარს, ღირსებას და ღირებულებებს, როდესაც იწყებენ უღირსი მეთოდების, სწორედ ისეთის, რომელსაც ერთად ვებრძოდით, გამოყენებას ყოფილი თანაგუნდელის მიმართ და კადრულობენ უკადრებელს, ეს აღარ არის მხოლოდ შეცდომა და პრობლემა.

ამიტომ, მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „ქართული ოცნების“ უმრავლესობა და შევუერთდე გიორგი გახარიას გუნდს. გუნდს, რომელიც არ კარგავს ღირსებას, გუნდს, რომელიც დარწმუნებული ვარ, აუცილებლად დაასრულებს ამ რადიკალიზმს და მოახდენს ერის კონსოლიდაციას“, – წერს გიორგი ხორავა სოციალურ ქსელში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები