გიორგი ხოჯევანიშვილი ინციატივას უერთდება და stopcov ფონდში ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად გადარიცხავს

გიორგი ხოჯევანიშვილი ინციატივას უერთდება და stopcov ფონდში ხელფასის 1/3-ს ყოველთვიურად გადარიცხავს

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3-ს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ სოლიდარობის ფონდში გადარიცხავს. აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ვუერთდები “ქართული ოცნების” და მთავრობის გადწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ მომდევნო სამი თვის განმავლობაში ხელფასის 1/3 სოლიდარობის ფონდში გადაირიცხოს, რომელიც ქვეყნის საერთო მიზნებსა და ამ კრიზისიდან გამოსვლას მოხმარდება“, – განაცხადა გიორგი ხოჯევანიშვილმა.

ცნობისთვის, კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილი ფონდის მიზანი შემოსავლის გარეშე დარჩენილი ადამიანების დახმარებაა.

ხელფასის 1/3-ის ფონდში გადარიცხვა კი მმართველი გუნდის ინციატივაა, რომელიც 2 აპრილს გახდა ცნობილი.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები