გიორგი კახიანი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია

გიორგი კახიანი: მიხეილ სააკაშვილის ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია

ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი ოპოზიციის განცხადებებს, რომ მიხეილ სააკაშვილი ხელისუფლებაში მესამე ვადით მოსვლაზე არ უნდა ფიქრობდეს რადგან, მან საქართველოს ტერიტორიების 20% დაკარგა.

გიორგი კახიანმა ჟურნალისტების  კითხვის საპასუხოდ განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი არაადეკვატური და არათანმიმდევრული პოლიტიკოსია.

„ზოგადად, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ჩვენი მოსაზრება მგონი, გასაგებია. ეს არის პოლიტიკოსი, რომელიც თავის ქმედებებში არაადეკვატური და არათანმიმდევრულია. მისი განცხადებებიდან ერთი მეორეს ეწინააღმდეგება. საერთოდ, სააკაშვილის ადგილს არა თუ პოლიტიკურ ველზე ვერ ვხედავ, არამედ მისი ადგილი პენიტენციურ დაწესებულებაშია. ქართული სასამართლოების მიერ იგი ცნობილი მსჯავრდებულად და ადრე თუ გვიან ის ამ მსჯავრს უცილებლად მოიხდის“, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები