გიორგი კახიანი: გედევან ფოფხაძეს მივულოცე, თუმცა მივიჩნევ, რომ მისი არჩევისას პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი

გიორგი კახიანი: გედევან ფოფხაძეს მივულოცე, თუმცა მივიჩნევ, რომ მისი არჩევისას პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი

გედევან ფოფხაძე შემხვდა, მივულოცე თავმჯდომარის პირველი მოადგილეობა, მიუხედავად იმისა, რომ მივიჩნევდი, გარკვეულ პროცედურულ დარღვევას ჰქონდა ადგილი, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა განაცხადა.
კახიანი განმარტავს, რომ მის მიერ გამოთქმულ მოსაზრებას რაიმე იურიდიული შედეგი არ ექნება.
“ჩემი კომენტარი სამართლებრივი შედეგის მატარებელი ვერ იქნება კომიტეტის გადაწყვეტილების მიმართ, თუმცა შემიძლია ვთქვა, რომ პროცედურა, რომელიც წარიმართა, როცა პირველი მოადგილის კანდიდატურის დასახელება მოხდა, რეგლამენტის მოთხოვნებს არ შეესაბამება. რეგლამენტით ერთი კანდიდატურის დასახელების შესაძლებლობა არსებობს. თეორიულად, ის ვერსია, რა ვერსიითაც კომიტეტმა პირველი მოადგილე აირჩია, ეს განვითარება შეიძლება შეეხოს იმ მოადგილეს, რომელიც ოპოზიციის კვოტით სახელდება. თუმცა, ჩემი აზრი არის ის, რომ როცა თავმჯდომარის პირველ მოადგილეზე არის საუბარი, ასეთ შემთხვევაში ხდება ერთი კანდიდატურის დასახელება და ეს ლოგიკურიც არის, რადგან მოგეხსენებათ, რომ თავმჯდომარის პრეროგატივაა, პირველი მოადგილის კანდიდატურის შეთავაზება. თუ თეორიულად ხდება ისე, რომ თავმჯდომარის მიერ შეთავაზებულ კანდიდატს არ უჭერს კომიტეტი მხარს, ასეთ შემთხვევაში, შეუძლია, ახალი კანდიდატურა დაასახელოს და ეს პროცედურა მანამდე გაგრძელდეს, ვიდრე არ იქნება პირველი მოადგილე არჩეული”, – განაცხადა გიორგი კახიანმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები