გიორგი კახიანი: „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა

გიორგი კახიანი: „ევროპულმა საქართველომ“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსი დაკარგა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი კახიანის განცხადებით, საპარლამენტო ფრაქციებში გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, რამაც „ევროპული საქართველოსთვის“ საპარლამენტო უმცირესობის სტატუსის დაკარგვა გამოიწვია.
როგორც გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, ამ დროისთვის საპარლამენტო უმრავლესობაში 108 წევრია.
„უმცირესობის შესაქმნელად საჭიროა 21 წევრის გაერთიანება. „ევროპულ საქართველოში“ 20 წევრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ უმცირესობის სტატუსი დაკარგეს. პარლამენტში დღეს უმცირესობა აღარ არსებობს. ასევე, ფრაქცია „სოციალ-დემოკრატები“ დაიშალა, მათი ორი წევრი „პატრიოტთა ალიანსში“ გაერთიანდა“, – განაცხადა კახიანმა.
მისივე თქმით, ახალი კონფიგურაციის შედეგად, კომიტეტებსა და მუდმივმოქმედ დელეგაციებში კვოტები თავიდან გადანაწილდება.
„ნებისმიერი წევრი, რომელიც უმრავლესობას დატოვებს, დანაკლისია, მაგრამ უმრავლესობის დაშლა რეალობასთან ახლოსაც კი არ არის, რადგან ჩვენს გუნდში 108 წევრია. უმრავლესობა რომ
დაიშალოს, 76-ზე ნაკლები დეპუტატი უნდა იყოს. ასეთი მოცულობისგან რეალობა შორსაა, რადგან მყარი უმრავლესობა არსებობს“, – განუცხადა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები