ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის სხდომაზე ხმაური იყო. თბილისის მერობის ლეიბორისტების კანდიდატმა გიორგი გუგავამ სხდომის მონაწილეებს მის შეკითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.
გიორგი გუგავა სხდომაზე იმ დროს შევიდა, როდესაც კომისიის წევრები ორი უმსხვილესი გამანაწილებელი კომპანიისგან 5-წლიან სამოქმედო გეგმას ისმენდნენ. საუბარია „ენერგოპრო ჯორჯიასა“ და „თელასზე“.
გუგავას თქმით, რეალურად, სხდომაზე ტარიფის მატების საკითხის განხილვას აპირებდნენ და მისი შეკითხვაც ამას შეეხებოდა. ასევე, გუგავა პასუხს ითხოვდა ენერგეტიკის სფეროში „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის შესაძლო გავლენებზე ინფორმაციის მიღებას.
ლეიბორისტებმა სემეკის სხდომის ჩაშლა სექტემბერსა და აგვისტოშიც სცადეს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
მსგავსი სიახლეები

“გუშინ ჩხოროწყუში კიდევ ერთხელ დადასტურდა, როცა გიორგი გახარიას პარტიის და “ნაცმოძრაობის” ალიანსი გაკეთდა”

საერთაშორისო საზოგადოებისთვის უკეთესია, რომ არჩილ ტატუნაშვილის საკითხზე, რეზოლუციის შეჯერებული ვარიანტი გაიგზავნოს-ნუკრი ქანთარია
