გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა

გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც აქამდე, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, სტუმრების ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნებს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, რამდენიმე დღის წინ, ევროკავშირმა საქართველო 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში შეიყვანა, რაც ერთი მხრივ ნიშნავს, მთავრობის, მოქალაქეების ერთობლივი შრომის შედეგების დაფასებას, მაგრამ ამავე დროს უზარმაზარ პასუხისმგებლობას იწვევს.

„ეს გვაკისრებს უზარმაზარ პასუხისმგებლობას პირველ რიგში ჩვენ მოქალაქეების წინაშე, ასევე ჩვენი პარტნიორების მოქალაქეების წინაშეც. ამიტომ თანმიმდევრულად ვდგამთ ფრთხილ ნაბიჯებს, რომელიც გამოიხატება იმაში, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრომ შესაბამისი დავალების თანახმად გამართა მოლაპარაკებები და შედეგად, 5 პარტნიორ ქვეყანას, ყველანაირი პირობების გარეშე სარკისებურად დავუწესეთ ზუსტად იგივე პირობები, როგორც მათ და საქართველოს საზღვრები იქნება ღია – ეს ეხება პირდაპირ ფრენებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო განაგრძობს მოლაპარაკებებს სხვა პარტნიორებთან მიმართებით და აქაც გვექნება შესაბამისი შედეგები – თუმცა ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და რაც მთავარია, ეს ყველაფერი ხელს უწყობს ვირუსის გავრცელების კონტროლს, რაც ასევე მნიშვნელოვანი პირობაა ეკონომიკის შემდგომი განვითარებისა და აღდგენისთვის. ამიტომ, ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ვიქნებით ფრთხილები, მაგრამ თანმიმდევრული, როგორც აქამდე, გავითვალისწინებთ როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების, სტუმრების ჯანმრთელობის და უსაფრთხოების მიზნებს, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემდგომი აღორძინების მნიშვნელობასაც.

ამიტომ, დღეს ჩვენ გვექნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, როდესაც რამდენიმე ქვეყნის აეროპორტს ამოვიღებთ NOTAM-ის გავრცელების არეალიდან, რაც ნიშნავს შეზღუდვებს საერთაშორისო ფრენებზე, გარდა ამისა, მოგეხსენებათ, რომ ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს მოლაპარაკებებს ევროპულ ავიაკომპანიებთან იმისთვის, რომ პირდაპირი ფრენები მაქსიმალურად ეფექტურად და სწრაფ დროში აღდგეს.

ვიდრე ეს მოხდება, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩვენი, ქართული ავიაკომპანიები, ისევე როგორც ჩვენი უცხოელი პარტნიორი ავიაკომპანიები განაახლებენ ჩვენი მოქალაქეების მიზნობრივ გამოყვანას სხვადასხვა დედაქალაქიდან, რაც არის ერთმნიშვნელოვნად სოციალური პროექტი ჩვენი ქვეყნის მთავრობის, ვალდებულება და ეს პროგრამა გაგრძელდება, ვიდრე იქნება მნიშვნელოვანი მოთხოვნა, რომელსაც აფიქსირებს საგარეო საქმეთა სამინისტრო“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები