“გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდა”

“გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდა”

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკის განცხადებით, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდა.

ჟურნალისტებთან საუბარში გია ვოლსკი პარტია „საქართველოსთვის“ აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდის ზეწოლასა და მუქარაში დაადანაშაულა.

ვოლსკის შეფასებით, ეთიკასა და ზნეობას მოკლებული განცხადება მოისმინა იმის თაობაზე, რომ გიორგი გახარიას გუნდის წევრებს დასდევენ, ფულს აძლევენ, ფულს არ იღებენ და სამაგიეროდ გამოდიან და განცხადებას აკეთებენ, რომ თურმე, დასდევენ, ავიწროებენ და ზეწოლას ახორციელებენ.

„ეს ხდება კონკრეტიკისა და ინტელექტის გარეშე. ისინი საუბრობენ არა გეგმებზე, სამუშაო გარემოზე, არამედ ოპოზიციაში სკანდალზეაშეჯიბრი. რაც მთავარია, გიორგი გახარიას პოლიტიკური გუნდი თავისი განცხადებებით, შინაარსითა და პათოსით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაიგივდა. ამ ყველაფრის მიზანია, რომ ყურადღება მიიქციონ, რათა ეს პოლიტიკური ჯგუფი სკანდალური თემების მიღმა არ დარჩეს. თუ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, კონკრეტულ ორგანოებს მიმართონ და დაასახელონ, კონკრეტულად რა სახის ზეწოლა იყო განხორციელებული. მათ შორის, დიდი თანხის სანაცვლოდ, ეს არის სრული აბსურდი. სამწუხაროდ, უზნეობაც“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები