გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა.

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა.

გიორგი გახარიამ ფინანსთა სამინისტროს ავტოიმპორტიორებისთვის განბაჟების 2021 წლის მარტამდე გადავადება დაავალა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, კრიზისის შედეგები გრძელვადიანი იქნება.

„ეს შეღავათი ნიშნავს იმას, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე საურავები არ დაერიცხება. ეს შეეხება დაახლოებით 24 ათას ავტომფლობელს. დაახლოებით, თუ არ ვცდები, ეს არის 30 მილიონზე მეტი შეღავათი საგადახადო გადავადების. ეს აუცილებელია, რამეთუ ჩვენს ავტოიმპორტიორებს მივეხმაროთ, ყოველდღიური აუცილებელი ხარჯები ავარიდოთ, განსაკუთრებით კრიზისის პერიოდში“, – განმარტა პრემიერმა.

კატეგორიები: ეკონომიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები