გიორგი გახარია – ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნენა პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ

გიორგი გახარია – ვპირდები ჩემს პოლიციელებს, ხვალიდან ყველა იქნენა პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ

“სახალხო დამცველს მინდა მოვუწოდო, ასევე მიაქციოს ყურადღება აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან. სახელმწიფო მოსამსახურეებსაც სჭირდებათ დაცვა!”, – ეს განცხადება შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ცოტა ხნის მედიისთვის გააკეთა.

“ოპოზიციისთვის რამოდენიმე ალტერნატიული გზა იყო შეთავაზებული, თუმცა, როგორც ჩანს მათ ჰქონდათ სხვა გეგმები. პირველ რიგში, ბოდიშს ვუხდი თითოეულ პოლიციელს, რისი თმენაც მათ დღეს მოუწიათ. მინდა დავპირდე მათ, რომ ხვალიდან თითოეულ პროვოკაციულ ქმედებას ექნება სამართლებრივი შეფასება, ყველას, განურჩევლად მათი სტატუსისა, ყველა იქნება პასუხისგებაში მიცემული, სადაც დანაშაულის შემადგენლობას დავინახავთ. ამას ვპირდები ჩემს თანამშრომლებს, ჩემს პოლიციელებს.

სახალხო დამცველს მინდა მოვუწოდო, ასევე მიაქციოს ყურადღება აქციის მონაწილეები როგორ იქცევიან. სახელმწიფო მოსამსახურეებსაც სჭირდებათ დაცვა!”, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები