გიორგი გახარია – ვმუშაობთ გუნდურად, არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს

გიორგი გახარია – ვმუშაობთ გუნდურად, არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს

ვმუშაობთ გუნდურად, არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს, – ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ. მედიის წარმომადგენლებმა მას სთხოვეს ყოფილი პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ მედიით გაკეთებული განცხადების კომენტირება და ჰკითხეს, რა მითითებებს აძლევს მას ბიძინა ივანიშვილი.

„არ მინდა, ამაზე კომენტარის გაკეთება. ყველამ ფასეულობებიდან გამომდინარე გააკეთოს თავისი განცხადებები. არ გავაკეთებ ამაზე კომენტარს. ჩვენ ვმუშაობთ გუნდურად და მე არავინ არანაირ მითითებებს არ მაძლევს. და თუ ვინმე რაიმე მითითებას მაძლევს, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და ჩვენი გადაწყვეტილების მიღების პროცესი არის გამჭვირვალე. ყველა ჩვენს შეხვედრას, თათბირს ყველანი ხედავთ, ზოგჯერ ჩემზე მეტი თქვენ იცით“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ამასთან, მან უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას, რატომ გაცვალეს ბიძინა ივანიშვილის ბანკმა და ქონების ეროვნულმა სააგენტომ მიწის ნაკვეთები, რის შესახებ განკარგულებაც, მათივე კითხვის თანახმად, მთავრობის ვებგვერდზე ატვირთული არაა.

ასეთ ოპერაციებს, ასეთ ღონისძიებებს, ასეთ დადგენილებებს, მთავრობა ყოველ მთავრობის შეხვედრაზე მთავრობა აკეთებს უამრავს. რას ჰქვია, არ ავტვირთეთ საიტზე. არც გესმით რას საუბრობთ, ყველა მთავრობის დადგენილება იტვირთება ერთი და იგივე საიტზე და იბეჭდება ერთი და იგივე მასალაზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები