გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.

გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.

შს მინისტრი და ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, გიორგი გახარია უსაფრთხოების თემატიკაზე მომუშავე ექსპერტებს შეხვდა.
შეხვედრის ბოლოს, გიორგი გახარიამ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.
ჟურნალისტის ერთ-ერთი კითხვა ეხებოდა ზუგდიდში მომხდარ ინციდენტებს, რაზეც მინისტრმა განაცხადა, რომ ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული.
„ყველა შემთხვევა იქნება დეტალურად გამოძიებული და ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავედ წარმოდგენილი. ჩვენ, როგორც წინა არჩევნებში, საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აბსოლუტურად ადეკვატური შეფასებები მივიღეთ. საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ წინა არჩევნები შეფასებული იყო, როგორც ძალადობის მხრივ ყველაზე სუფთა და თავისუფალი არჩევნები. ზუსტად ასე, ყველა მხარე, ყველა ექსცესი იქნება გამოძიებული დეტალურად და, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, რომელი მხარე იქნება დამნაშავე – მიეცემა პასუხისგებაში.
არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ დეზინფორმაციებითა და პროვოკაციებით მოხდეს არჩევნების დისკრედიტაცია, ამიტომ ყველას მოვუწოდებთ – წყნარად, მშვიდად ჩავატაროთ საარჩევნო პროცესი და მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს საშუალება, გამოხატონ თავიანთი არჩევანი მშვიდ გარემოში, რასაც, რა თქმა უნდა, შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები