გიორგი გახარია თამბაქოს აკრძალვასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რადგან ეს პრობლემა სამართალდამცავებთან ერთად ერთობლივად გადაწყვიტონ.

შს მინისტრი გიორგი გახარია თამბაქოს აკრძალვასთან დაკავშირებით, საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, რადგან ეს პრობლემა სამართალდამცავებთან ერთად ერთობლივად გადაწყვიტონ.
როგორც გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ამ მიმართულებით სამართალდამცველებს დაეხმარებიან, სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხების პრევენციას უფრო მეტი დრო დაეთმობა.
ამასთან, შს მინისტრის განცხადებით, თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა.
მისივე თქმით, პოლიცია ამ მოვალეობას ღირსეულად შეასრულებს.
„ხაზგასმით მინდა ავღნიშნო, რომ თამბაქოს მოხმარების რეგულირების ვალდებულება და პასუხისმგებლობა საპატრულო პოლიციას დაეკისრა – რა თქმა უნდა, ჩვენ ამ მოვალეობას ღირსეულად შევასრულებთ. სამოქალაქო საზოგადოებას ამ საქმეში გვერდით დგომა მინდა ვთხოვო, რადგანაც ეს ჩვენი ერთობლივი ამოცანაა. იმ შემთხვევაში, როდესაც მოქალაქეები ამ მიმართულებით დაგვეხმარებიან, სხვა ასევე მნიშვნელოვანი საკითხების პრევენციას უფრო მეტ დროს დავუთმობთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სიახლეები

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიისას, თავდაცვის სამინისტროს ორი სამხედრო მოსამსახურე გარდაიცვალა.

ჩვენი მეგობრები, რომლებიც ჩართულნი არიან ამ კომუნიკაციაში, გვიდასტურებენ, რომ კვირის ბოლოს არ უნდა გადასცდეს ცხედრის გადმოსვენება-გიორგი კვირიკაშვილი
