გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის

გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს იუბილეს ულოცავს და საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურს იუბილეს ულოცავს და სამსახურის ხელმძღვანელებს და პირად შემადგენლობას საქართველოს ერთგული სამსახურისთვის მადლობას უხდის.

„დღეს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შექმნიდან 26 წელი შესრულდა. ამ 26 წლის განმავლობაში სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს დიდი წვლილი აქვს შეტანილი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საქმეში და მშვიდობიანი, დემოკრატიული განვითარების პროცესში. ვულოცავ მთელ პირად შემადგენლობას და სამსახურის ხელმძღვანელებს. მინდა, მადლობა გადავუხადო მათ საქართველოს ერთგული სამსახურისთვის”, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მილოცვაში.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები