გიორგი გახარია: როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოხდეს პროვოკაციები, წესრიგს ვიცავთ

გიორგი გახარია: როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოხდეს პროვოკაციები, წესრიგს ვიცავთ

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პარლამენტის შენობასთან გუშინ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. გახარიას განცხადებით, შსს-ს მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია.

 

„შსს ერთმნიშვნელოვნად იცავს და პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლებას. აქ ორი აზრი არ არსებობს. ჩვენი მუშაობის სტილით ეს არაერთხელ დავუმტკიცეთ საზოგადოებას. თუმცა, ჩვენ მხოლოდ ამ კომპონენტზე არ ვართ პასუხისმგებელნი. ჩვენ მართლწესრიგის და უსაფრთხოების დაცვის პასუხისმგებლობაც გვაკისრია. ამიტომ, როდესაც გვაქვს დასაბუთებული ინფორმაცია, რომ შესაძლოა, მოხდეს გარკვეული პროვოკაციები, ჩვენ წესრიგს ვიცავთ იმ ლეგიტიმური საშუალებებით, რომელიც გაგვაჩნია”, – განაცხადა გახარიამ.

 

შეგახსენებთ, რომ გუშინ, პარლამენტთან, ზაზა სარალიძისა და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე ორი პირი დააკავეს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები