გიორგი გახარია: მეტროთი გადაადგილება იკრძალება

გიორგი გახარია: მეტროთი გადაადგილება იკრძალება

საქართველოს პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას განცხადებით საქართველოში, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მეტროთი მგზავრობა იკრძალება.

“ნებისმიერი საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის – მეტროთი გადაადგილება იკრძალება. დასაშვებია მხოლოდ მსუბუქი ავტომობილები, მათ შორის, ტაქსით მგზავრობა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქნება ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაცია გათვალისწინებული და ავტომობილში მხოლოდ სამი ადამიანი იქნება, ორი ადამიანი უკანა სავარძელში უნდა იყოს”, – განაცხადა გახარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები