გიორგი გახარია: მედია უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური

გიორგი გახარია: მედია უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური

მედია უნდა იყოს მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

„ჩემთვის მედიის კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ მედია უნდა იყოს უკიდურესად კრიტიკული, მწვავედ კრიტიკული, თუმცა ობიექტური. ეს არის ძირითადი განზომილება და აქ საერთოდ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკურ შეხედულებას. მედია შეიძლება, იყოს პოლიტიკურად ანგაჟირებულიც, მაგრამ ის არ უნდა კარგავდეს ობიექტურობის ხარისხს. ეს არის და ეს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ ჩვენს მედიასივრცეში ჯანსაღი გარემოა“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები