გიორგი გახარია: კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია

გიორგი გახარია: კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის ერთი სამედიცინო სექტორის წარმომადგენელია

“ერთი შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელია კორონავირუსით ინფიცირებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულია უკვე 100 ადამიანი.

„უკვე გვაქვს ასი ინფიცირებული. მიუხედავად იმისა, რომ გყვავს 18 გამოჯანმრთელებული, დინამიკა ინფიცირულების ზრდისა არის შემაშფოთებელია. დღეს არის შემთხვევა, როცა გვაქვს სამი შემთხვევა, რომელიც წარმომავლობას ვერ ვადგენთ. როდესაც მსგავსი ინფიცირების შემთხვევა იყო, მარნეულში მივიღეთ ღონისძიებები მარნეული და ბოლნისი გამოცხადდა საკარანტინო ზონად. სამწუხაროდ, ერთ შემთხვევა გვაქვს, როდესაც სამედიცინო სექტორის თანამშრომელი არის ინფიცირებული. ეს გვაძლევს ყველა სხვა მოცემულობასთან ერთად აუცილებელ შემდგომი ნაბიჯების გამკაცრების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ყველას გვესმის, რომ ამ ბრძოლაში, რომელიც არის გლობალური, ჩვენ შეგვიძლია გავიმარჯოვოთ, არამარტო მედიკოსების გმირული ყოველდღიური 24-საათიანი შრომით, არამარტო სახელმწიფო უწყებების პოლიციის შრომით, არამედ ერთად, შეთანხმებით ჩვენს საზოგადოებასა და მოქალაქეებთან, ეს არის ერთობლივი პრობლემა და გამოწვევა, რომელსაც ერთობლივად უნდა ვუპასუხოთ“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები