გიორგი გახარია-„კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს ყველა დონის, ყველა სახის ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ეტაპზეც წარმატებული იქნება“
„კახა კალაძემ დღევანდელ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ნამდვილი ლიდერია. მას შეუძლია წარმატებით შეასრულოს ყველა დონის, ყველა სახის ამოცანა და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ეტაპზეც წარმატებული იქნება“, – ამის შესახებ კახა კალაძისა და ბიზნესსექტორის შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
მისი თქმით, ყველასთვის ცხადია, რომ ბიზნესი არის ეკონომიკისა და სამუშაო ადგილების შექმნის ძირითადი მამოძრავებელი ძალა. ამიტომაც, სახელმწიფოს ძალისხმევა მიმართულია ბიზნესის განვითარებისკენ.
„ჩვენ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ბიზნესმა შეძლოს შექმნას დამატებითი ღირებულება, შეძლოს ეკონომიკის ზრდა და სამუშაო ადგილების შექმნა. ამ მიდგომით და ამ შემართებით ვიმუშავებთ თბილისთან ერთად იმ პროგრამების განხორციელებაზე, რომელიც კახა კალაძემ დღეს წარმოადგინა. მე მართლაც მოხიბლული ვარ იმ გეგმებით, რომლებიც იყო წარმოჩენილი და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ კახის შრომისუნარიანობა, მისი მიზანმიმართულობა და მისი ლიდერული თვისებები არის მართლაც მისაბაძი და მას წარმატებას ვუსურვებ“ – განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სიახლეები

დღეს, 21:00 საათიდან 30 სექტემბრის 09:00 საათამდე, ბარათაშვილის აღმართზე საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება

კახა კალაძე აცხადებს, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, დედაქალაქში არსებულ 1400-მდე სკვერის რეაბილიტაციას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა.

ია მეტრეველი გიორგი გახარიაზე: აი, ვინ არის პროფესიონალი, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე და უძლიერესი პიროვნება

კახა კალაძე აცხადებს, რომ თანამედროვე საქართველოს მოქალაქე ქალი არის ოჯახში და საჯარო სივრცეში ერთნაირად რეალიზებული პიროვნება
