გიორგი გახარია ძალიან გაბრიყვებულია, ჩვენ ვნახეთ როგორ დაკარგა საკუთარი სახე და თავი, ყველაფერი დაკარგა

გიორგი გახარია ძალიან გაბრიყვებულია, ჩვენ ვნახეთ როგორ დაკარგა საკუთარი სახე და თავი, ყველაფერი დაკარგა

გიორგი გახარია ძალიან გაბრიყვებულია, ჩვენ ვნახეთ როგორ დაკარგა საკუთარი სახე და თავი, ყველაფერი დაკარგა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამას მოხერხება უნდა, რომ იყო პრემიერ-მინისტრი და შემდეგ სააკაშვილის მარიონეტი გახდე. სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა გახარია. ეს ძალიან მარტივი წასაკითხია, ინფორმაციაც რომ არ ჰქონდეს ადამიანს. ეს ძალიან მარტივად იკითხება, რომ თავიდან ბოლომდე სააკაშვილის თამაშშია ჩართული. აღარ მინდა დამატებითი სპეკულაციები ამ საკითხზე, მაგრამ უამრავი ინფორმაცია არსებობს და მარტივად იკითხება, რომ რაღაც დიდი ვალი აქვს სააკაშვილის, რომელიც კომპრომატებით მართავს ამ გაბრიყვებულადამიანს“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისივე შეფასებით, თუ ვინმეს იმედები გაუცრუა გიორგი გახარიამ, ეს არის თავად გიორგი გახარია. „მან გაუცრუა იმედი ჩვენს გუნდს იმიტომ, რომ ისაა კლასიკური მოღალატე. რა შეიძლება იყოს ქართველი კაცისთვის იმაზე დიდი ტრაგედია, როცა შენი გუნდი და მოსახლეობის დიდი ნაწილი გეძახის მოღალატეს“, – განაცხადა პრემიერმა.

ღარიბაშვილის თქმით, გახარიას მიერ შეტანილი საჩივარი არ არის საინტერესო, რადგან ეს ყველაფერი არის იგივე ხელწერა, რაც მას „ნაცმოძრაობასთან“ და სააკაშვილთან აკავშირებს.

„მათ ერთი თამაში აქვთ. თბილისში რატომ დააყენა თავი მერად, იცის, რომ ვერ გაიმარჯვებს. მაქსიმუმ, რაც შეიძლება აიღოს, არის 7-8-10% თბილისში, მან პირადად. ერთადერთი მიზანი აქვს ამ ყველაფერს, იქნებ როგორმე მეორე ტური ყოფილიყო, მაგრამ, რა თქმა უნდა, კახა კალაძე გაიმარჯვებს პირველივე ტურში, მოსახლეობა ბრძენია, თბილისის მოსახლეობა გააკეთებს სწორ არჩევანს და ჩვენი ქვეყანა გააგრძელებს მშვიდ, სტაბილურ განვითარებას“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები