გიორგი გახარია ბათუმში „ნაციონალური მოძრაობის“ ღონისძიებაზე – როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს არის მავნებლობა

მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა.
მისივე თქმით, ელემენტარული მოთხოვნაა, აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე ან თხოვო, დაიცვან დისტანცია.
„როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებას არ ვზღუდავთ, რადგან გვაქვს შესაძლებლობა და მზად ვართ, რომ ინფიცირების მაღალი ციფრების პირობებშიც ვმართოთ ეს რისკები და ვმართოთ ეს პროცესი, რა თქმა უნდა, აქ ჩვენს პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობთ. თუმცა მარტო ხელისუფლების და მთავრობის პასუხისმგებლობა ვერაფერ შედეგს ვერ მიაღწევს, ან პირიქით, დიდი რისკის ქვეშ დააყენებს ჩვენს საზოგადოებას, თუ ჩვენმა პარტნიორებმა, პოლიტიკურმა ოპონენტებმა მათ შორის, ეს ხომ ჩვენი საზოგადოების ნაწილია, მსგავსი, აბსოლუტურად მიუღებელი, კატეგორიულად მიუღებელი ღონისძიებები ჩაატარეს. ეს ხომ არ არის დიდი მოთხოვნები? ელემენტარული მოთხოვნაა – აქციის 1500 მონაწილეს გაუკეთო პირბადე. ეს ხომ რთული არ არის? ან ელემენტარულად, თხოვო ამ ადამიანებს, დაიცვან დისტანცია. მაშინ, როდესაც იცი, რომ აჭარა არის ყველაზე მძიმე ეპიცენტრი ვირუსის გავრცელების, ეს უბრალოდ უკიდურესი უპასუხისმგებლობაა, უფრო მეტიც, საბოლოო ჯამში, ეს არის მავნებლობა“,- განაცხადა გიორგი გახარიამ.
მსგავსი სიახლეები

გია ვოლსკი: ნიკა მელიამ რამდენი რამდენი ბრიფინგიც არ უნდა გამართოს, არჩევნების ლეგიტიმურ შედეგებს ვერ შეცვლის

“სალომე ზურაბიშვილის საბოლოო პოზიცია იმ საერთაშორისო შეფასებებს არ სცდებოდა, რომელიც 2008 წლის ომთან დაკავშირებით არსებობს”

“ევროკავშირი არ აღიარებს იმ კონსტიტუციურ და საკანონმდებლო ჩარჩოს, რომლის ფარგლებშიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში ე.წ. არჩევნები უნდა ჩატარდეს”
