გიორგი გახარია: 2012 წელს წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომ თითოეულ მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოვართვით, ერთადერთი რაც დარჩათ, პროპაგანდაა

გიორგი გახარია: 2012 წელს წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომ თითოეულ მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოვართვით, ერთადერთი რაც დარჩათ, პროპაგანდაა

“2012 წლის შემდეგ, ახალმა ხელისუფლებამ შეძლო, რომ წინა ხელისუფლებას რეალური ინსტრუმენტები, რომლითაც შეეძლოთ ცალკე აღებული მოქალაქეზე ეძალადათ, ჩამოართვა”, -ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„ერთადერთი, რაც დარჩათ, იყო პროპაგანდა. ამ შვიდი წლის განმავლობაში, ამ პროპაგანდას იყენებდნენ ისე ეფექტურად, რომ ფაქტობრივად, მოხდა სიმართლის სიცრუით ჩანაცვლება. ამან ისეთი გავლენა იქონია მოქალაქეების აღქმაზე, რომ დღეს მათ აღქმაში უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ისეთი საკითხები, როგორიც არის „ქართული ოცნების“, როგორც პოლიტიკური გაერთიანების, საგარეო ორიენტაცია, ოკუპაციასა და მართლმსაჯულებასთან მიმართებაში პოზიცია, მედიათავისუფლება.
დღეს ახალი ტელევიზიის შექმნას გვიანონსებს რამდენიმე ცალ-ცალკე პოლიტიკური ჯგუფი, რამდენიმე მათგანს, სხვათა შორის, ბიუჯეტის ვალი აქვს და ბიუჯეტიდან მოპარული ფულით გვიანონსებენ მედიის შექმნას, რომლითაც მერე პროპაგანდისტულად ზემოქმედება უნდა მოახდინონ ისევე ჩვენს ამომრჩეველზე. ამ ნაწილში იძულებული ვართ, რომ ერთადერთ ეფექტურ ინსტრუმენტად გამოვიყენოთ სიმართლე. რაც ჩემთვის მიუღებელია, ამ პროპაგანდისტული გადმოსახედიდან, კეთილსინდისიერი ბიუროკრატიის ბულინგია, როდესაც ადამიანი საჯარო სამსახურში მიჰყავთ დაშინების დონემდე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები