გიორგი ბაგრატიონი-“ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი დეველოპერი თუ კომპანია, ვალდებულები არიან, რომ გამოყონ პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მის ობიექტზე არსებულ მშენებლობის პროცესზე”

გიორგი ბაგრატიონი-“ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი დეველოპერი თუ კომპანია, ვალდებულები არიან, რომ გამოყონ პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მის ობიექტზე არსებულ მშენებლობის პროცესზე”

“ნებისმიერი ობიექტი, ნებისმიერი დეველოპერი თუ კომპანია, ვალდებულები არიან, რომ გამოყონ პირი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი მის ობიექტზე არსებულ მშენებლობის პროცესზე”, – ამის შესახებ მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა განაცხადა. მისი თქმით, თუკი ნორმები დაცული არ იქნება, კომპანიებს მიეცემათ გაფრთხილება, დაჯარიმდებიან ან მათ მიმართ გატარდება კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

“უნდა ჰქონდეთ აუცილებელი ეკიპირება, რაც საჭიროა, უნდა ჰქონდეთ ის ნორმები დაცული, რაც საჭიროა სიმაღლზე მუშაობისას და მშენებლობის დროს. ყველა ობიექტი, რომლის მშენებლობაც მიმდინარეობს ქალაქში, ყველა ობიექტზე მივალთ”, – აღნიშნა გიორგი ბაგრატიონმა.

თბილისი მერმა კახა კალაძემ დღეს მთავრობის სხდომაზე იმ საგანგაშო სტატისტიკაზე ილაპარაკა, რომელიც მშენებლობის უსაფრთხოების ზომების დარღვევის ფატალურ შედეგებს უკავშირდება. ამის შესახებ კალაძემ დღეს თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, ყველა დეველოპერი, რომელიც კანონს არ დაიცავს, პასუხს აგებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები