გიორგი ალიბეგაშვილი-თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დღეს მიღებულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს სასამართლო და შეუძლიათ საკრებულოს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ
თუკი ვინმეს რაიმე ეჭვი ან უარყოფითი დამოკიდებულება აქვს დღეს მიღებულ საკითხებთან დაკავშირებით, არსებობს სასამართლო და შეუძლიათ საკრებულოს გადაწყვეტილება 30 დღის ვადაში გაასაჩივრონ, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ალიბეგაშვილმა აღნიშნა, საკრებულოს სხდომის არალეგიტიმურობის საკითხი იმის მიხედვით განისაზღვრება, მონაწილეობს თუ არა რომელიმე კონკრეტული საკითხის განხილვაში საკრებულოს წევრთა უმრავლესობა.
“ბოლო დღეებში სულ იმაზე იყო საუბარი, რომ ტერიტორია 1 ლარად სხვისდებოდა და არავინ საუბრობდა მილიონი ლარის ინვესტიციის განხორციელებაზე. ასევე, განცხადებები კეთდებოდა, რომ თაბორის მთა იყიდებოდა, არავინ საკითხის არსში არ წვდებოდა, კერძოდ, თუ რა უნდა გაკეთდეს იმ ტერიტორიებზე. მთელი ფერდობის მელიორაციის სისტემის განვითარებაზეა საუბარი. ქალაქისთვის ეს ერთ-ერთი უბრწყინვალესი პროექტია, რომელიც 1 მილიარდ 500 მილიონიან ინვესტიციას ითვალისწინებს, ამაზე უნდა გამახვილდეს ყურადღება”, – განაცხადა ალიბეგაშვილმა.
მსგავსი სიახლეები

კოვიდ-საწინააღმდეგო იმუნიზაციის პროგრამაში აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრები სამედიცინო სფეროს და ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლები ჩაერთვებიან
