გიორგი აბდალაძე – მე შემომხედეთ. ამ ადამიანებმა სიცოცხლე მაჩუქეს

გიორგი აბდალაძე – მე შემომხედეთ. ამ ადამიანებმა სიცოცხლე მაჩუქეს

„იმედის კვირის“ გადამღები ჯგუფი კვირის განმავლობაში იმ კლინიკებში იმყოფებოდა, სადაც ყველაზე მძიმე კოვიდ პაციენტებს მკურნალობენ.

მძიმე პაციენტებს შორისაა პრეზიდენტის ფოტოგრაფი გიორგი აბდალაძეც, რომელმაც რეანიმაციულ განყოფილებაში უმძიმეს მდგომარეობაში, 20 დღე გაატარა.

აბდალაძემ საზოგადოების იმ ნაწილს მიმართა, ვისაც ამ დრომდე ჰგონია, რომ კოვიდ 19 ჩვეულებრივი ვირუსია.

„მე შემომხედეთ. გადარჩენილი ვარ. ამ ადამიანებმა სიცოცხლე მაჩუქეს. ჩემნაირი უამრავია, რომლებმაც კლინიკა დატოვეს და სახლში წავიდნენ. გაუფრთხილდით მათ შრომას! თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ, თითოეული მათგანისთვის რას ნიშნავს რეანიმაციულ განყოფილებაში მორიგეობა. როგორი სტრესია ფსიქოლოგიურად, ფიზიკურადაც, როდესაც მომაკვდავ ადამიანებს ხედავ და ყოველდღიურად ეჭიდავები, გადაურჩინო სიცოცხლე!“, – განაცხადა აბდალაძემ.

მან ასევე ჟურნალისტებსაც მიმართა.

„თხოვნით მინდა მივმართო ჟურნალისტებსაც. ერთი დღე იმორიგევეთ ამ ადამიანებთან ერთად. პოლიტიკოსები ტელევიზორში ყოველდღე არიან, მაგრამ ეს ადამიანები, რომლებიც სიცოცხლისთვის ყოველდღიურად იბრძვიან, უნდა ნახოს ყველამ“, – დასძინა პრეზიდენტის ფოტოგრაფმა.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები