გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პროპაგანდისტული მტერი, რუსეთი ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის.

გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პროპაგანდისტული მტერი, რუსეთი ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, საქართველოს პროპაგანდისტული მტერი, რუსეთი ეცდება ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით, რომლითაც ბედნიერი სულაც არ არის.
,,ჩვენ ორ ფაქტორს უნდა მივაქციოთ ძალიან მნიშვნელოვანი ყურადღება: პირველ რიგში, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ უნდა გააცნობიეროს ეს მონაპოვარი ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილება მონაპოვართან ერთად, ჩვენთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა.
იმისათვის, რომ რეალურად ვისარგებლოთ იმ სიკეთეებით, რომელსაც გვაძლევს ვიზალიბერალიზაცია, საჭიროა, რომ ვიყოთ უფრო ფრთხილად. შესაბამისად, ვესაუბროთ მეტი ჩვენს გარშემო მყოფებს, იმ სიკეთეებზე და იმ საფრთხეებზე, რომელიც შეიძლება სიფრთხილის არარსებობის შემთხვევაში ჩვენს წინაშე დადგეს.
ვიზალიბერალიზაცია უმნიშვნელოვანესი სარგებელი და დიდი პასუხისმგებლობაა, და კიდევ ერთხელ უნდა გავაცნობიეროთ ეს”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი თქმით, ამ ეტაპისთვის მსგავსი რისკი არ არსებობს, მაგრამ ზოგადად, ყოველთვის როდესაც ვრცელდება ინფორმაცია ევროპაში კრიმინალთან დაკაშირებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ, ძალიან დიდი ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ინფორმაციიის წარმომავლობის წყაროს. მათ შორის, ეს არ ეხება ყოველთვის, ყველა ინფორმაციას, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ჰყავს დიდი, პროპაგანდისტული მტერი – რუსეთი, რომელიც ხშირ შემთხვევაში, ალბათ, დიდი სიამოვნებით ეცდება მაქსიმალურად ნეგატიური ინფორმაციის გავრცელებას საქართველოს შესახებ და მათ შორის, ვიზალიბერალიზაციის პროცესში, რომლითაც სულაც არ არის ბედნიერი ჩვენი მეზობელი.
,,თითოეული ინფორმაციის წარმომავლობას უნდა დავაკვირდეთ ძალიან დიდი ყურადღებით, ეს ფაქტორი არსებობს, ამ ფაქტორის იგნორირება უბარალოდ არ შეიძლება”, – აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები