გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა.

გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა.

გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი, – ამის შესახებ ევროპარლამენტარებთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„იყო ძალიან საინტერესო დისკუსია. ჩვენ შევეხეთ ყველა თემას. ჩვენი ამოცანა იყო, დეტალური ინფორმაცია მიგვეწოდებინა პარტნიორებისთვის. რაც შეეხება გიგი უგულავას, საზოგადოებას რა ინფორმაციაც აქვს, ის ინფორმაცია მივაწოდეთ ევროპარლამენტარებსაც. ავუხსენით, რომ საქმე ეხება 48 მილიონი ლარის გაფლანგვას საარჩევნო მიზნებისათვის. კიდევ ერთხელ მინდა განვაცხადო, რომ არც საქართველოში და არც ჩვენი ქვეყნის ფარგლებს გარეთ კითხვები არ არის საქმის დეტალებზე. გიგი უგულავაზე ერთადერთი კითხვაა დროსთან დაკავშირებით, რომ ასეთი რამ საარჩევნო წელს მოხდა. ევროპარლამენტარებს აინტერესებთ, უკავშირედება თუ არა ეს საქმე არჩევნებს და ხომ არ არის აქ პოლიტიკური მოტივი. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ვისაუბრეთ და დეტალური განმარტება მივეცით. ყოველი წელი საქართველოში პრაქტიკულად საარჩევნოა და თუ ასე გავყვებით გამოძიების დროს, მაშინ ვერანაირი გამოძიება ვეღარ ჩატარდება საქართველოში. საქმის შინაარსთან დაკავშირებით აქ კითხვები არ ყოფილა და ეს კითხვები არც საქართველოში არსებობს“, – განაცხადა კობახიძემ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში და თუ ვინმე დაზიანდა იმ გადაწყვეტილებით, რაც სასამართლომ უგულავას საქმეზე მიიღო, ეს არის მმართველი გუნდი.

„ჩვენ მოგვიწოდებენ, რომ სასამართლო და პროკურატურა იყოს დამოუკიდებელი. ამ მიმართულებით ჩვენ 2012 წლის შემდეგ მთელი რიგი ნაბიჯები გადავდგით. მაგალითად შემიძლია მოვიყვანო სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. ამ მიმართულებით ჩვენ ძალიან ბევრი კომპლიმენტი მივიღეთ. ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა სასამართლოს მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებში. თუ ვინმე დაზიანდა იმ გადაწყვეტილებით, რაც უზანაესმა სასამართლომ მიიღო, ეს არის მმართველი გუნდი. თუ ჩვენ პოლიტიკურად შევხედავთ სიტუაციას, დაკავებულია ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება, თუ მოგვიწოდებენ სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ, პროცესების გამჭვირვალობიკენ, მაშინ ეს არის ზუსტად ნათელი მაგალითი იმისა, რომ სასამართლო დამოუკიდებელია“, – აღნიშნა კალაძემ.

უზენაესმა სასამართლომ თბილისის ყოფილი მერი ე.წ. ფონდის საქმეზე თანხის გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და 2020 წლის 10 თებერვალს 3 წლითა და 2 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.

პროკურატურა გიგი უგულავას მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის მითვისება-გაფლაგვას ედავებოდა. 2018 წელს საქალაქო სასამართლომ ყოფილ მერს აღნიშნულ საქმეზე 1 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა, თუმცა სხვა საქმეზე გამოტანილმა განაჩენმა ახალი განაჩენი შთანთქა და სასამართლომ სასჯელი მოხდილად ჩაუთვალა.

გიგი უგულავა ე.წ. მატროსოვის ციხეში 10 თებერვალს გადაიყვანეს. ამის შემდეგ ოპოზიციურმა პარტიებმა მმართველ ძალასთან მოლაპარაკებებზე უარი განაცხადეს და 4 აპრილს 16:00 საათზე რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის გამართვაზე შეთანხმდნენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები