“გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად”

“გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად”

“გიგი უგულავას განცხადებას ნამდვილად არ ვაფასებ პოზიტიურად – ვერასდროს შვილები მშობლის გამო პასუხს ვერ აგებენ”, – ასე ეხმიანება “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი, გიორგი ვაშაძე ჟურნალისტებთან გიგი უგულავას განცხადებას.

ის ასევე გამოეხმაურა უგულავას ამ განცხადებაზე მიხეილ სარჯველაძის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგს და აღნიშნა, რომ იმედი აქვს, როცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლებსაც რაიმე შეეშლებათ, ბოდიშს მოიხიდიან.

“კარგია, რომ ეს განცხადება უკან წაიღო, ბოდიში მოიხადა. ვერასდროს შვილები მშობლის გამო პასუხს ვერ აგებენ, ეს ძალიან ცალსახაა. როგორც მან აღნიშნა, ემოციურ ფონზე იყო ეს განცხადება გაკეთებული. მე ვგფიქრობ, ამით უნდა დავხუროთ ეს საკითხი.

მე ვიმედოვნებ, როცა “ქართული ოცნების” წარმომადგენლები სისულელეს იტყვიან, ზუსტად ასევე ბოდიშს მოიხდიან და უკან წაიღებენ ამას და არ იქნებიან „გამპრავებლები”, – განაცხადა ვაშაძემ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები