გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

გიგი უგულავა იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის 2000 ლარით დაჯარიმდა

გაერთიანებული ოპოზიციის ფოთის მერობის კანდიდატი გიგი უგულავა, იზოლაციისა და კარანტინის წესების დარღვევისთვის, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 42-ე პრიმა-10 მუხლის მიხედვით 2000 ლარით დაჯარიმდა. ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

14 ოქტომბერს, გიგი უგულავა აქციაზე სიტყვით გამოვიდა. სცენაზე მან თქვა, რომ შეკრებაზე ექიმების რეკომენდაციით მივიდა. უგულავამ 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები