გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის წევრი გიგი წერეთელი, ამერიკის შეერთებული შტატების შუალედურ არჩევნებზე, ეუთოს სადამკვირვებლო მისიის სპეციალურ კოორდინატორად დაინიშნა. ეს გადაწყვეტილება ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა მიიღო.
“აშშ ხელისუფლების მოწვევით, მისია ქვეყნის დედაქალაქსა და 18 შტატში დააკვირდება არჩევნების მიმდინარეობას. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები, როგორც ევროპის, ცენტრალური აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის რეგიონული უსაფრთხოების უდიდესი ორგანიზაციის წარმომადგენლები, განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ საარჩევნო პროცესების მიმდინარეობას. ჩვენ, ყველას გვაქვს არჩევნებში მონაწილეობის გამოცდილება და შესაბამისად, კარგად გვესმის საარჩევნო კონკურენტული გარემოს არსი და მისი წესების დაცვის მნიშვნელობა. ამავდროულად, თანამედროვე ტექნოლოგიების გათვალისწინებით, კიბერუსაფრთხოების თუ სხვა სახელმწიფოების საარჩევნო პროცესში ჩარევის ალბათობა უფრო მეტად ზრდის მონიტორინგის აუცილებლობას”,- აღნიშნა გიგი წერეთელმა.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ამერიკის შეერთებულ შტატებში, არჩევნების სადამკვირვებლო მისიას 2004 წლიდან ახორციელებს. 6 ნოემბერს, შუალედური არჩევნების პროცესებს, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 30 ქვეყნის 100-ზე მეტი წარმომადგენელი დააკვირდება.
მისიის დასკვნა 7 ნოემბერს, ვაშინგტონში სპეციალურ პრესკონფერენციაზე გასაჯაროვდება.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები