„გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა“-გამყრელიძე

„გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა“-გამყრელიძე

„გიდასტურებთ, რომ ე.წ. სამხრეთაფრიკული შტამის ერთი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

მისივე განცხადებით, ინფიცირებული საქართველოს მოქალაქეა, მას დუბაიში მოგზაურობის ისტორია აქვს, მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და უკვე სრულად განკურნებულია.

„ყველა კონტაქტი გამოკვლეულია, ყველა შემთხვევა უარყოფითია, დროულად მოხდა იზოლირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აღნიშნული შტამი 2020 წლის სექტემბერში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში გამოვლინდა.

„ის თითქმის ერთნაირად აზიანებს როგორც ბავშვებს, ისე – მოზრდილებს და მეტი სიმწვავით ხასიათდება“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები