გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას დაპირისპირება – “შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია”

გია ვოლსკისა და გიგა ბოკერიას დაპირისპირება – “შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია”

“შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია”, – ამ სიტყვებით მიმართა პარლამენტში მმართველი გუნდის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ ოპოზიციონერ დეპუტატ გიგა ბოკერიას  სიტყვით გამოსვლისას, სადაც მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში არჩევნების მეორე ტური შეაფასა.
“არჩევნებს შევაფასებდი, რაც თვალსაჩინოდ გამოჩნდა, საზოგადოებამ გამოავლინა გაცილებით უფრო მაღალი პოლიტიკური ნიჭი, ცნობიერება, ვითარების შეფასების უფრო გაცილებით მაღალი უნარი, ვიდრე ზოგიერთ პოლიტიკურ ორგანიზაციას გააჩნია და ამჟღავნებს. საინტერესო იყო შეხვედრები, დისკუსიები, შენიშვნების ხასიათი და შინაარსი, და პროცესების ანალიზიდან გამომდინარე, რასაც ყველა ვაკვირდებოდით, შეიძლება ითქვას, რომ ცალკეული და ხშირად პროვოკაციული ვითარების მიუხედავად, განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებს გაცილებით უფრო მეტი ურთიერთლოიალობა გააჩნია, ვიდრე პოლიტიკურ პარტიებს ერთმანეთის მიმართ. ეს აშკარად ჩანდა ყველგან, სადაც ჩატარდა არჩევნები და ყველგან, ვგულისხმობ დღევანდელ პარლამენტსაც. ამომრჩეველთა უდიდესი ნაწილისთვის უფრო მისაღებია ამ რთულ და წინააღმდეგობებით, გამოწვევებით აღსავსე გარემოში მართვის მექანიზმები ჰქონდეს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც უზრუნველყოფს სტაბილურობას, განვითარების პერსპექტივას და არა რევოლუციურ სცენარებს, საღად აფასებს წარსულს და მიმდინარე პროცესებს. ჩვენი ოპონენტები შედარებით ნაკლებ მხარდაჭერას აბრალებენ ყველაფერს- ხახვს, ნიორს, ფქვილს, მოსყიდვის სხვადასხვა ფორმებს, ჰიპნოზსაც კი, ადამიანი, რომელიც ჩასჩურჩულებს მეორე ადამიანს 41 შემოხაზოს, ძველ ბიჭებს, რასაკვირველია, სხვა გარემოებებს და არა საკუთარ თავს – ჩამოურეცხავ ლაქას, რომელიც მათ დაამჩნია წარსულმა, იქნება ეს ადამიანის უფლებების თუ საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სხვა სფეროები, უფრო მეტიც არა თუ შეაფასეს საკუთარი თავი, არათუ შალვა შავგულიძის სახით ჩამოიცილეს ლაქები, არამედ მნიშვნელოვნად დაალაქავეს თავად შალვა შავგულიძის რენომე, თუკი რაიმე კიდევ ჰქონდა შერჩენილი სააკაშვილთან ალიანსის შემდეგ.
დაბოლოს, ყველამ, რომლებმაც გაიმარჯვეს არჩევნებში: მერებმა, საკრებულოების თავმჯდომარეებმა, პარლამენტის წევრებმა, მადლობა უნდა უთხრათ არა მხოლოდ ჩვენს ამომრჩევლებს, არამედ მათაც , რომლებმაც მხარი არ დაგვიჭირეს. ამისათვის გარკვეული მიზეზები გააჩნიათ, მაგრამ თავიანთი პოზიცია გამოხატეს საარჩევნო ყუთებთან და არა ამ ისტერიულ გამოხტომებზე აყოლით, რომელიც შემოგვთავაზა არამარტო ცალკეულმა პოლიტიკურმა ძალებმა და პიროვნებებმა, არამედ კონკრეტულმა საინფორმაციო საშუალებებმა, გამორჩეულებმა აგრესიით, უშვერი გინებით და უზნეობით. ახალგაზრდა, ნიჭიერი ჟურნალისტების ხარჯზე სურთ ჩამოაყალიბონ ზონდერ ჟურნალისტიკის ახალი ტრენდი. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი შვილები ერთ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ერთ სკოლებში და ერთ საბავშვო ბაღებში უნდა იარონ,
რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ წარსულს – არათუ საკმაოდ ბევრია ჩვენს ქვეყანაში ასეთი ადამიანი, არამედ ღირსეულად ემსახურებიან ჩვენს ქვეყანას, არიან პატრიოტები და, რომლებსაც თქვენგან განსხვავებით, ბატონო გიგა, ყავარჯნებით ხელში არ გაუუპატიურებია მამაკაცი, არ მოუკლავს ქუჩაში ახალგაზრდა და არ უწამებია და არ უქნევია ხელები ასეთი გამეტებით, როგორიც თქვენ ხართ და არიან კიდევ პოლიტიკური ლიდერები,… შე ყეყეჩო ადამიანო, შენა, გიგა ბოკერია”, – მიმართა ვოლსკიმ ბოკერიას.
მანამდე, “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ „ოცნებას“ თავის რიგებში ჰყავს კომუნისტური პარტიის წევრები, მათ შორის – ცეკა-ს ყოფილი ინსტრუქტორი, გია ვოლსკი.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები