გია ვოლსკის სახლი გაქურდეს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს.

გია ვოლსკის სახლი გაქურდეს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს.

საქართველოს პარლამენტის ვიცესპიკერის, გია ვოლსკის სახლი გაქურდეს, რომელიც დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში მდებარეობს.
შემთხვევა, დაახლოებით, ერთი თვის წინ მოხდა.
როგორც „კვირას“ თავად დეპუტატმა განუცხადა, სახლიდან სამუშაო ინსტრუმენტებია წაღებული.
„დაახლოებით, ერთი თვის წინ, გაქურდეს ჩემი სახლი ახატანში, სადაც 15 წელია, ალბათ, ღამე არ გამითენებია. უბრალოდ, ავდივარ ხოლმე… ვიღაცამ იფიქრა, ალბათ, რომ მიტოვებული იყო და ფანჯარა ჩატეხა. ფანჯრის რაფაზე სამუშაო ინსტრუმენტი იყო და ის წაიღეს. ფაქტია, რომ ეს მოხდა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

კატეგორიები: საზოგადოება

კომენტარები

მსგავსი სიახლეები