გია ვოლსკიმ, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე ისაუბრა

გია ვოლსკიმ, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე ისაუბრა

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებული რეზოლუციის თაობაზე, უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის მიმდინარე კონსულტაციების შედეგებთან დაკავშირებით, ჟურნალისტებთან ისაუბრა.
გია ვოლსკი ასევე, ცხინვალში დაკავებული საქართველოს კიდევ ორი მოქალაქის ქვეყნის კონტროლირებად ტერიტორიაზე დაბრუნებას მიესალმა.
“ტექსტი უნდა იყოს ისეთი, რომ არ იყოს რაღაც ფუჭი გასროლასავით, უნდა იყოს საქმიანი, შედეგზე ორიენტირებული და ჩვენი პოზიციის გამომხატველი შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით და არა მარტო კონკრეტულ საკითხებთან მიმართებაში. აქედან გამომდინარეობს ის, რომ ჩვენ კიდევ ვცდილობთ გადავდგათ ნაბიჯები, რათა ბოლომდე შეთანხმდეს ტექსტი, თუმცა ამ მიმართებით ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
დეპუტატი მიიჩნევს, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობას სწორი სტრატეგია აქვს.
“ჩვენ ვიცით, რომ მსოფლიოს დამოკიდებულება რუსეთის მიმართ მნიშვნელოვანწილად განისაზღვრება იმ ფაქტორითაც, რაც შეეხება საქართველოს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს. ასე რომ, ამ საკითხთან ზედმეტი განცხადებები და პათოსი აბსოლუტურად არ შეესაბამება რეალობას. რეალობა არის ის, რომ ვითარება საკმაოდ დაძაბულია, ფეთქებადსაშიშია და მსოფლიოში მიმდინარე დაპირისპირების პროცესის ნაწილია საქართველოში არსებული ვითარება. ამას უნდა შეფასება და გონივრული მიდგომა. ვფიქრობ, მთავრობას სწორი პოზიცია და სტრატეგია აქვს”, – აღნიშნა ვოლსკიმ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები