გია ვოლსკი – სააკაშვილის და მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული დაუმალავი ინსტრუქცია მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორია

გია ვოლსკი – სააკაშვილის და მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული დაუმალავი ინსტრუქცია მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორია

სააკაშვილის თუ მისი მეუღლის მხრიდან არის დაუმალავი ინსტრუქცია, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი, – აღნიშნული განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ოპოზიციის გადაწყვეტილებაზე საუბრისას გააკეთა, რომლებიც საკომიტეტო მოსმენებზე არ ესწრებიან.
მმართველი გუნდის წევრი მიიჩნევს, რომ მათი ქმედება ბოიკოტს არ ჰგავს.
„ბოიკოტს არ ჰგავს, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის რამდენიმე წევრი შემოვიდა, ხელი მოაწერეს, აღნიშნეს, რომ მონაწილეობენ. მთლიანობაში, დამოკიდებულება საგარეო საკითხების მიმართ არის იმდენად უნიათო, რომ მე ვფიქრობ, შეკითხვაც არ დარჩათ იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება საგარეო სფეროში. ეს არის მთავარი განმაპირობებელი მიზეზი და ამის გარდა, არის კიდევ დაუმალავი ინსტრუქცია, იქნება ეს სააკაშვილის მხრიდან, თუ მისი მეუღლის მხრიდან გაჟღერებული, ეს არის მაქსიმალური დესტრუქცია და ტერორი, ამ საკითხებთან მიმართებაში რა საკვირველია, არაფერი აქვს საერთო იმ განხილვებს, რაც დღეს მიმდინარეობს საგარეო კურსთან დაკავშირებით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი დღეიდან დაიწყო. მინისტრობის კანდიდატებს დღეს, საკომიტეტო ფორმატში უსმენენ. საკომიტეტო მოსმენებს არ ესწრებიან „ევროპული საქართველოსა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები