გია ვოლსკი ოპოზიციის წერილზე – არსებობს ტერმინი უზნეო პოლიტიკა და ეს არის რეალობა

გია ვოლსკი ოპოზიციის წერილზე – არსებობს ტერმინი უზნეო პოლიტიკა და ეს არის რეალობა

ეს არის რეალობა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გერევიან და ფიქრობენ, როგორმე ისეთი ვითარება შეუქმნან ქვეყანას, პრობლემების ისეთი ერთობლიობა შეიკრიბოს, რომელიც საზოგადებას გააღიზიანებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს ევროპელი პარტნიორებისთვის გასაგზავნ ოპოზიციის წერილზე საუბრისას განუცხადა.

არსებობს ტერმინი უზნეო პოლიტიკა და ეს არის რეალობა, როდესაც ოპონენტები არჩევნების დროს ვერ გერევიან და ფიქრობენ, როგორმე ისეთი ვითარება შეუქმნან ქვეყანას, პრობლემების ისეთი ერთობლიობა შეიკრიბოს, რომელიც საზოგადებას გააღიზიანებს და მათ გაღიზიანებას არსებული ხელისუფლების წინააღმდეგ მიმართავს. უზნეობის ეს ხარისხი, არა მგონი, განვითარებული დემოკრატიის მქონე რომელიმე ქვეყნას ახასიათებდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციის ერთი ნაწილი ქვეყნისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტამდე 5 დღის ადრე ოპოზიცია ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ჟოზეპ ბორელსა და სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰელის წერილს უგზავნის.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებები საფრთხეს უქმნის ქვეყნის დასავლურ კურსს. ოპოზიცია სამიტზე დახმარების გამოყოფის დროს პირობითობის მექანიზმის ამოქმედებას ითხოვს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები