გია ვოლსკი: ის წესიც, რომ თავი უნდა დახარო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მუშტებს გიბრახუნებს, არასწორია

გია ვოლსკი: ის წესიც, რომ თავი უნდა დახარო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მუშტებს გიბრახუნებს, არასწორია

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციის მუშტების ბრახუნზე თავის დახრა არასწორია. მისივე თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები, ამ ბოლო დროს, ანალიზს აღარ აკეთებენ.
“როდესაც უაპელაციოდ აკეთებ განცხადებას ეს ნიშნავს, რომ პოლიტიკურ პლატფორმაზე დგახარ. თეა წულუკიანი ვალდებულია პასუხი გასცეს. ის წესიც, რომ თავი უნდა დახარო თუ არასამთავრობო ორგანიზაცია მუშტებს გიბრახუნებს, არასწორია.
მათ ზუსტად იციან, რომ ვითარება შეიცვალა მოსმენებზეც და ჩანაწერებზეც, რომლებიც კასრობით აღმოვაჩინეთ. ამ თემაზე განცხადება არცერთხელ არ გაკეთებულა. მე არ ვამბობ, რომ არაკომპეტენტურები არიან ისინი, მაგრამ ბოლო პერიოდში, ანალიზს საერთოდ დაანებეს თავი”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა დანიაში გამართულ ანტიკორუფციულ კონფერენციაზე განაცხადა, რომ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, დოკუმენტებით ხელში, აცხადებდნენ, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ ხელმძღვანელი, რომელსაც ყოფილი მმართველი პარტიის დროს მაღალი თანამდებობა ეკავა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სავარაუდოდ, მონაწილეობდა მშვიდობიანი მანიფესტების დარბევის ხელშეწყობაში 2007 წლის ნოემბერში.
მინისტრის თქმით, ეს საქმე ამჟამად საქართველოს სასამართლოში განიხილება, სადაც ეკა გიგაური დღემდე არ გამოცხადებულა პასუხების გასაცემად.
წულუკიანმა ეს განცხადება „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ წარმომადგენლის, გიორგი ონიანის გამოსვლის შემდეგ გააკეთა.
გიორგი ონიანმა განაცხადა, რომ საქართველოს მმართველი პარტია და მათ შორის, თეა წულუკიანი მათ პოლიტიკურად მიკერძოებულებს უწოდებს.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები