გია ვოლსკი: გრიგოლ ვაშაძე თუ საერთოდ არაფერს იტყვის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, მისთვის იქნება უკეთესი

გია ვოლსკი: გრიგოლ ვაშაძე თუ საერთოდ არაფერს იტყვის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, მისთვის იქნება უკეთესი

„გრიგოლ ვაშაძე თუ საერთოდ არაფერს იტყვის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესებზე, მისთვის იქნება უკეთესი”, – ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით : “იქნებ, ცოტა ავტორიტეტი შერჩეს, რაც პატარა ჯგუფში აქვს.
თუნდაც მისი კომენტარიდან გამომდინარეობს მთელი არსი „ნაციონალური მოძრაობისა“, დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. სააკაშვილზე საერთოდ აღარაფერს ვლაპარაკობ – ვაშაძე არის, რაღაც, დამატებასავით“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.
“ყელში ამოვიდა ეს თქვენი განსხვავებული აზრი”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ ვაშაძემ ლიეჟში, პირველი არხის ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა. ჟურნალისტმა ვაშაძეს კითხვით მიმართა და აღნიშნა, რომ ადგილზე მისულ განსხვავებული აზრის მქონე ემიგრანტებს, „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები, დარბაზში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები