გია ვოლსკი გიგი უგულავას პასუხობს: ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია

გია ვოლსკი გიგი უგულავას პასუხობს: ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას განცხადებას გამოეხმაურა.

უგულავამ საკანონმდებლო ორგანოს, ბაღდადში მომხდარი ტრაგედიის გამო დღევანდელი სხდომის გადადებისკენ მოუწოდა.

ვოლსკის თქმით, ტრაგედიით სპეკულირება არასწორია.

“ტრაგედიით სპეკულირება არ არის საჭირო, არასწორია. გარდაცვლილი ადამიანებისა და მათი ახლობლების შეურაცხყოფაა. ეს თემა მორალურად მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ბევრი დასკვნებია გასაკეთებელი რა მოხდა, შესასწავლია საკითხი. ამის სესიასთან დაკავშირება სპეკულაციის პიკია, რომელსაც მორალთან კავშირი არ აქვს”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი დაიღუპა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები