გია ვოლსკი: გასაკვირი არ არის, რომ „ევროპული საქართველო“ წევრებმა დატოვეს

გია ვოლსკი: გასაკვირი არ არის, რომ „ევროპული საქართველო“ წევრებმა დატოვეს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გია ვოლსკის თქმით, საზოგადოებას ჰქონდა მოლოდინი, რომ „ევროპული საქართველო“ გაემიჯნებოდა ყოფილ პარტნიორ „ნაცმოძრაობას“ და რადგან ეს მოლოდინი არ გაუმართლდათ, ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ ადამიანებმა პარტია დატოვეს.
„გასაკვირი ამაში არაფერი არ არის. როდესაც საზოგადოების გარკვეული ნაწილი მოელოდა, რომ გაემიჯნებოდა „ევროპული საქართველო” იმ სერიოზულ დანაშაულებებს, რაც ჰქონდათ მათ ყოფილ პარტნიორებს, ეს იმედი არ გაუმართლდათ და ეს შეხედულება, რასაკვირველია, გამოწვეულია პასუხისმგებლობით თავისი თანამოქალაქეების მიმართ”, – განაცხადა ვოლსკიმ.
სამტრედიაში პარტია „ევროპული საქართველო” 150-მდე ადამიანმა დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება ქალაქის ცენტრში გაკეთდა. პარტიის დატოვების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა გახდა.

კატეგორიები: პოლიტიკა

კომენტარები

მსგავსი სიახლეები